ქურდობა ქუთაისში – ტყიბულის ქუჩაზე “ტოიოტას” მარკის ავტომობილი გატეხეს.
ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა მანქანის მინა ჩაამსხვრიეს და ავტომობილიდან ნივთები და 200 ლარამდე მოიპარეს.
“ვურჩევ საკუთარი ფეხით მოვიდეს, სუფთად უმუშავია, თუმცა ერთი დავიწყებია, უკან კარის სახელურზე ანაბეჭდი აქვს დარჩენილი. ან საღამომდე გამოჩნდება, ან მივმართავ პოლიციას”, – ამბობს დაზარალებული.
კომენტარები