ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. პარლამენტის ყოფილ შენობასთან მსუბუქი ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა.
თვითმხილველების ინფორმაციით, დაღუპულია ორი ადამიანი.
ადგილზე საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები იყო მობილიზებული.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
კომენტარები