ქუთაისში, ავტოქარხნის ოლქში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს.
ოლქში გახსნილია 12 უბანი, მათგან ერთი სპეცუბანია.
ყველა უბანი 08:00 საათზე გაიხსნა და ხმის მიცემის დროს შეფერხებები არ არის.
ხმის მიცემა უბნებზე ელექტრონული წესით მიმდინარეობს.
ოლქში 26 000-მდე ამორჩეველია რეგისტრირებული.
ავტოქარხნის მოსახლეობა უბნის მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს. ოლქში მხოლოდ ერთი კანდიდატი – “ქართულ ოცნების” წარმომადგენელი მიხეილ გიორგაძეა.
კომენტარები