ქუთაისში ალილოს ტრადიციული მსვლელობა გაიმართა.
უფლის შობა მოსახლეობას მეალილოებმა ახარეს. შობის მახარობლებმა შეკრება ქუთაისის მერიასთან დაიწყეს და ქუჩებში გალობით ტკბილეული შეაგროვეს. მეალილოები ქუთაის-გაენათის ეპარქიის მეუფე იოანემ დალოცა.
საზეიმო მსვლელობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ნობათით შეუერთდნენ. მსვლელობისას შეგროვებული ნობათი, ტრადიციულად, პანსიონატს და სხავადასხვა დღის ცენტრებს გადაეცემა.
საშობაო მსვლელობა იმერეთის 12 მუნიციპალიტეტში ჩატარდა.
საქართველოში ალილოს ტრადიცია სათავეს V-VI საუკუნიდან იღებს. მისი აღნიშვნა ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 2000 წლიდან აღდგა.
კომენტარები