მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში ალილოს ტრადიციული მსვლელობა გაიმართა

ქუთაისში ალილოს ტრადიციული მსვლელობა გაიმართა

ქუთაისში ალილოს ტრადიციული მსვლელობა გაიმართა.

უფლის შობა მოსახლეობას მეალილოებმა ახარეს. შობის მახარობლებმა შეკრება ქუთაისის მერიასთან დაიწყეს და ქუჩებში გალობით ტკბილეული შეაგროვეს. მეალილოები ქუთაის-გაენათის ეპარქიის მეუფე იოანემ დალოცა.

საზეიმო მსვლელობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ნობათით შეუერთდნენ. მსვლელობისას შეგროვებული ნობათი, ტრადიციულად, პანსიონატს და სხავადასხვა დღის ცენტრებს გადაეცემა.

საშობაო მსვლელობა იმერეთის 12 მუნიციპალიტეტში ჩატარდა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ალი­ლოს ტრა­დი­ცია სა­თა­ვეს V-VI სა­უ­კუ­ნი­დან იღებს. მისი აღ­ნიშ­ვნა ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 2000 წლიდან აღ­დგა.

კომენტარები