მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ

ქუთაისში არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ

ქუთაისში არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების ერთი ნაწილი თბილისში დაგეგმილ მასშტაბურ აქციას უერთდება, ნაწილი კი ქალაქის მერიასთან შეიკრიბა.

სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ “ქართულმა ოცნებამ” არჩევნები მიიტაცა.

ახალგაზრდების თქმით, საარჩევნო უბნებზე მათ ევროპული არჩევანი გააკეთეს, ცესკომ კი დღის ბოლოს სხვა შედეგები გამოაქვეყნა.

“ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ არჩევნებზე დამკვირვებლებმა და იმ ადამიანებმა, რომლებიც ხმას ვაძლევდით მათ შორის, კონკრეტული დარღვევები ვნახეთ, ვნახეთ, გაყალბების კონკრეტული სქემები, რომლებზეც რა თქმა უნდა მომზადებულია საჩივრები, მომზადებულია შესაბამისი ფოტო/ვიდეო თუ სხვა სახის მტკიცებულებები და ფაქტია, რომ ამ არჩევნებზე ტოტალური გაყალბების პირობებში, ნამდვილად რთული იყო შეგესრულებინა სადამკვირვებლო მისია და შენი წილი პასუხისმგებლობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაახლოებით 180-მდე უბანზე დაწერილია ბათილობის საჩივარი, რაც იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით 300 ათასამდე ამომრჩევლის ხმის ბათილობას მოითხოვს სხვადასხვა მისიები. გამომდინარე იქიდან, რომ კონკრეტული შედეგები კონკრეტული ფაქტებია ჩვენს მიერ იდენტიფიცირებული”, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

კომენტარები