მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ქუთაისში ასფალტი ყველგან ჩანგრეული და ჩამტვრეულია, მანქანები რომ არ დაიმტვრეს, ხალხმა ორმოებში ჯოხები ჩაამაგრა”

“ქუთაისში ასფალტი ყველგან ჩანგრეული და ჩამტვრეულია, მანქანები რომ არ დაიმტვრეს, ხალხმა ორმოებში ჯოხები ჩაამაგრა”

ქუთაისის ქუჩებში ინფრასტრუქტურული პრობლემებია.

ქალაქის ქუჩებში ახალი დაგებული ასფალტის დიდი ნაწილი დეფორმირებული და დატალღულია.

ფარნავაზ მეფის ქუჩაზე კი საკანალიზაციო ორმოები გააკეთეს, თუმცა ის ჩაინგრა და საავარიო სიტუაციების თავიდან აცილების მიზნით, მოსახლეობამ ადგილზე ხის ტოტები ჩაამაგრა.

“ქუთაისში იდეალური მდგომარეობა სად არის? ყველგან ჩანგრეული, ჩამტვრეული, დატალღული  და გაუბედურებულია. ამ ქალაქში ფული იხარჯება, თუმცა საქმე არ კეთდება”, – აცხადებს ადგილობრივი ლეილა მანაგაძე.

კომენტარები