ქუთაისში ინტერვენციული მედიცინის ცენტრის მიმდებარედ საქვაბეს შენობაში მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. მათ პირველად სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.
დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
აფეთქების შედეგად შენობა მთლიანად დაინგრა.
როგორც კლინიკის თანამშრომლები აცხადებენ, აფეთქების ხმა მოესმათ და გარეთ გამოსულებს შენობა დანგრეული დახვდათ.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.
კომენტარები