ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე ხანძარი იყო. ცეცხლი ხუთსართულიანი სახლის მეოთხე სართულზე გაჩნდა.
დაკვამლიანებული ბინიდან მაშველებმა 40 წლამდე მამაკაცი გამოიყვანეს, რომელიც სასწრაფო დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.
მეხანძრეებმა მისი კატის გადარჩენაც შეძლეს.
დაზარალებული სავარაუდოდ, სოციალურად დაუცველია.
ადგილზე 4 სახანძრო მანქანა და სასწრაფოდ დახმარების ჯგუფები იყო მობილიზებული.
კომენტარები