ქუთაისში, 43 წლის მამაკაცმა მშობლების საფლავზე სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევა ე.წ საქუსლიას სასაფლაოზე მოხდა.
იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთს” თვითმხილველებმა განუცხადეს, რომ მამაკაცის ცხედარი მესაფლავეებმა შენიშნეს.
რა გახდა ახალგაზრდა მამაკაცის სუიციდის მიზეზი, უცნობია.
ცხედარი სამხარეულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
კომენტარები