ქუთაისში 37 წლის კაცს ეძებენ. ოჯახის ინფორმაციით, დათო ნოზაძე სახლიდან 23 მაისს, 06:00 საათზე გავიდა.
ძებნის პროცესში ჩართულია პოლიციაც.
“23 მაისის დილის 06:00 საათზე სახლიდან გავიდა დათო ნოზაძე. ბოლო კონტაქტი ფიქსირდება ქუთაისში (პასილოკში) მდებარე მაგნიტის კამერებში და სავარაუდოდ, აღმოსავლეთ საქართველოს მიმართულებით გააგრძელა მოძრაობა”,- აცხადებენ ახლობლები.
ამოცნობის შემთხვევაში დაუკავშირდით ნომერზე: 598444650.
კომენტარები