ქუთაისში, ბაგრატიონის ქუჩაზე საავტომობილო გზა ავარიულია.
ადგილობრივების განმარტებით, წყლით სავსე ორმოებში, თვალსაჩინოებისთვის საბურავი მოათავსეს, რადგან მძღოლებმა პრობლემა უფრო მკაფიოდ შეამჩნიონ.
“აქ მანქანები ვარდებოდნენ, უსკდებოდათ საბურავები, ეღუნებოდათ დისკები და იყო გამიშვი-გამატარე. შემდეგ საბურავი ჩადეს და ლენტი მოაბეს, რომ მძღოლმა შეამჩნიოს”, – აცხადებს ადგილობრივი.
კომენტარები