მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში გაფიცული სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მორიგ აქციას მართავენ

ქუთაისში გაფიცული სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მორიგ აქციას მართავენ

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში გაფიცული სტუდენტები შეიკრიბნენ.

ახალგაზრდები სამედიცინო კორპუსის მიმართულებით ფეხით დაიძრნენ.

სტუდენტები ადგილობრივებს მოუწოდებენ, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტს შეურთდნენ.

მათი თქმით, ეს კანონი ქვეყნის დასავლურ მომავალს კეტავს, რის გამოც ის პრინციპულად მიუღებელია.

აქციას ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტი, ქუთაისელი ანასტასია ლელაძე შეუერთდა, რომელიც სტუდენტებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს.

კომენტარები