მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში გენდერული დეზინფორმაციის თემაზე კონფერენცია ჩატარდა

ქუთაისში გენდერული დეზინფორმაციის თემაზე კონფერენცია ჩატარდა

ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გენდერული დეზინფორმაციის თემაზე კონფერენცია ჩატარდა.

შეხვედრა სტუდენტებთან ქალთა ფონდ “სოხუმის” პროექტის “ნარატივების შეცვლა: გენდერული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა ინფორმირებული, მგრძნობიარე საზოგადოებებისა და ეთიკური რეგიონული მედიისთვის“ ფარგლებში გაიმართა.

კონფერენციის მიზანს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის გენდერული დეზინფორმაციისა და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხების ეთიკური გაშუქების გამოწვევების და მნიშვნელობის გაცნობა წარმოადგენდა.

ღონისძიებაზე ასევე, პასუხისმგებლობიანი მედიის სტანდარტების დაცვისა და გენდერული საკითხების ზუსტი გაშუქების საკითხები განიხილეს.

კომენტარები