მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში, მშენებარე ობიექტიდან გადმოვარდნის შედეგად მამაკაცი დაიღუპა

ქუთაისში, მშენებარე ობიექტიდან გადმოვარდნის შედეგად მამაკაცი დაიღუპა

უბედური შემთხვევა ქუთაისში – გუგუნავას ქუჩაზე არსებული მშენებლობიდან მამაკაცი გადმოვარდა.

მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.

მომხდარის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

“ინფო იმერეთს” შსს-ში განუცხადეს, რომ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები