ქუთაისში, დავით კაკაბაძის სახვითი ხელოვნების გალერეაში, თანამედროვე ქართველი მხატვრების გამოფენა სახელწოდებით “რენოვაცია” გაიხსნა.
გამოფენაში მხატვრები თბილისიდან, ბათუმიდან და ქუთაისიდან მონაწილეობენ.
საგამოფენო სივრცეში 55-მდე მხატვრის 100-მდე ნამუშევარია წარმოდგენილი.
გამოფენის იდეის განხორციელება, გალერეის დირექტორს ელისო ჩოგოვაძეს და მხატვარ მამია ტყეშელაშვილს ეკუთვნის.
გალერეის საგამოფენო სივრცე გამოფენას 10 მაისის ჩათვლით უმასპინძლებს.
კომენტარები