მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ქუთაისში, დავით კაკაბაძის სახვითი ხელოვნების გალერეაში გამოფენა – “რენოვაცია” გაიხსნა

ქუთაისში, დავით კაკაბაძის სახვითი ხელოვნების გალერეაში გამოფენა – “რენოვაცია” გაიხსნა

ქუთაისში, დავით კაკაბაძის სახვითი ხელოვნების გალერეაში, თანამედროვე ქართველი მხატვრების გამოფენა სახელწოდებით “რენოვაცია” გაიხსნა.

გამოფენაში მხატვრები თბილისიდან, ბათუმიდან და ქუთაისიდან მონაწილეობენ.

საგამოფენო სივრცეში 55-მდე მხატვრის 100-მდე ნამუშევარია წარმოდგენილი.

გამოფენის იდეის განხორციელება, გალერეის დირექტორს ელისო ჩოგოვაძეს და მხატვარ მამია ტყეშელაშვილს ეკუთვნის.

გალერეის საგამოფენო სივრცე გამოფენას 10 მაისის ჩათვლით უმასპინძლებს.

კომენტარები