მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება

ქუთაისში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეა.

ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს “საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“.

საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა.

საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

1991 წლიდან 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

ქუთაისში, დამოუკიდებლობის დღეს, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართება.

“ინფო იმერეთი” განრიგს გთავაზობთ:

13:00–18:00 სამხედრო ტექნიკის გამოფენა;

13:00–18:00 ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა;

13:00-18:00 საგამოფენო სივრცე – “რაც გვეამაყება და გვაერთიანებს“;

13:00-19:00  კვების სივრცე;

14:00–18:00 ღია კინოთეატრი;

13:00-17:00  საბავშვო სივრცე, სახალისო თამაშები;

14:00-16:30 სპორტული შეჯიბრებები: ჭადრაკი, მშვილდის სროლა, ველოსიპედი. გამარჯვებულების დაჯილდოება;

13:00-15:00  ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი;

17:10 ერთად ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას!

ი.კეჭაყმაძის სახელობის კამერული გუნდი, ირინე ლომინაძის ხელმძღვანელობით;

19:00-21:00 ჯგუფი “ურსა“, კახაბერი და ხანუმები.

კომენტარები