მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ქუთაისში და მის მიმდებარედ 60 მლნ ლარზე მეტის სახელმწიფო ქონება მზადაა გასაყიდად – რომელ ობიექტებს ყიდის მთავრობა

ქუთაისში და მის მიმდებარედ 60 მლნ ლარზე მეტის სახელმწიფო ქონება მზადაა გასაყიდად – რომელ ობიექტებს ყიდის მთავრობა

მთავრობა ქუთაისში აგრესიულ პრივატიზაციას აანონსებს. „მხოლოდ ქუთაისში და მის მიმდებარედ 60 მლნ ლარზე მეტის სახელმწიფო ქონებაა მზად გასაყიდად“, – აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძე.

სამინისტროს ინფორმაციითვე, უკვე იდენტიფიცირებულია 25 საინვესტიციოდ მიმზიდველი სახელმწიფო ქონება, რომელსაც აუქციონზე 20 ივნისიდან გამოიტანენ, მათ შორისაა ყოფილი „ქუთაისის საკონსერვო ქარხანა“, რომლის ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა, ბიზნესგეგმა და განვითარების არქიტექტურული რენდერი USAID-ის მხარდაჭერით, უძრავი ქონების განვითარების საერთაშორისო კომპანია Cushman & Wakefield-მა მოამზადა.

ქუთაისში ლ.ასათიანის N96-ში მდებარე 72 836 კვ/მ-ის ყოფილი „ქუთაისის საკონსერვო ქარხნის“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასაყიდი ფასი 10 050 000 ლარია. Cushman & Wakefield-ის მიერ მომზადებული ბიზნესგეგმის მიხედვით, ადგილზე მრავალფუნქციური კომპლექსის აშენება შეიძლება, რომელიც საცხოვრებელ კორპუსებს, კომერციულ ფართებს, სასტუმროს და სხვა გასართობ ობიექტებს გააერთიანებს.

საპრივატიზაციოდ მომზადებული ქონების კატალოგშია ასევე ქუთაისში, რუსთაველის გამზირის #37-მდებარე შენობა. ფართობი – 2 845 კვ/მ; ფასი – 3 200 000 ლარი. პროფილი – სასტუმრო.

მსხვილ საპრივატიზაციო ქონებას შორის მოხვდა ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე, #3-ში მდებარე ქუთაისის მერიის შენობა. ფართობი – მიწა 3667 კვ/მ; შენობა 6857 კვ/მ. გასაყიდი ფასია 16 039 000 ლარი. პროფილი – სასტუმრო.

“ჩვენი მიზანია რომ უახლოეს მომავალში, მაქსიმუმ წლის ბოლომდე მოხდეს ამ ქონებების გასხვისება“, – აცხადებს „საქმის კურსთან“ ინტერვიუში სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გაყიდვების სამსახურის უფროსი სოფო ჭელიძე.

60 მლნ ლარის ღირებულების 25 ქონება, რომელსაც მთავრობა ქუთაისსა და მის მიმდებარედ ყიდის – ჩამონათვალი

 

წყარო: bm.ge

კომენტარები