საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსთვის წარდგენის მიზნით დირექტორობის კანდიდატის ელექტრონული რეგისტრაცია დასრულდა.
“ინფო იმერეთის” ინფორმაციით, ქუთაისში დირექტორის არჩევნები 14 სკოლაში ჩატარდება.
ყველაზე მეტი პრეტენდენტი მე-10 სკოლაზე იყო, აქ საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორობა 39 პირს სურს. ყველაზე ნაკლები კი კონკურენცია კი 45-ე სკოლის დირექტორობაზეა, ამ სკოლაზე განაცხადი 3-მა პირმა შეავსო.
მე-10- სკოლის დირექტორობაზე 39 განაცხადია შესული, მე-11 სკოლის დირექტორობაზე 17, 21-ე სკოლის დირექტორობაზე 24; 22-ე სკოლის დირექტორობაზე 11; მე-4 სკოლის დირექტორობაზე 8; 30-ე სკოლის დირექტორობაზე 8 განაცხადია შესული.
34-ე სკოლის დირექტორობაზე 13 განაცხადია შესული; 38-ე სკოლის დირექტორობაზე 17; 45-ე სკოლის დირექტორობაზე 3; მე-5- სკოლის დირექტორობაზე 12; მე-8 სკოლის დირექტორობაზე 20; მე-9 სკოლის დირექტორობაზე 28; მე-16 სკოლის დირექტორობაზე 7 განაცხადი.
მთელი ქვეყნის მასშტაბით დირექტორის თანამდებობა 1220 სკოლაშია ვაკანტური. ქვეყანაში კი, 2086 საჯარო სკოლაა.
ქვეყნის მასშტაბით 134 საჯარო სკოლაა, სადაც დირექტორობის ვაკანტურ თანამდებობაზე, მხოლოდ ერთ კანდიდატს აქვს განაცხადი შეტანილი. საერთო ჯამში 18 სკოლაა, სადაც დირექტორობის სურვილი არცერთმა კანდიდატმა არ გამოთქვა.
კომენტარები