საქართველოს დიდ ქალაქები ერთიანი ოპოზიციის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები გრძელდება.
ბათუმისა და ზუგდიდის შემდეგ ოპოზიციური კოალიციური ერთობის საპროტესტო აქცია დღეს ქუთაისში, თოჯინების თეატრის გვერდით, 17:00 საათზე ჩატარდება.
აქცია რიგგარეშე არჩევნებისა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გაიმართება.
ქუთაისელების განმარტებით, “ოცნების” ხელისუფლებამ, ქუთაისს პარლამენტი, მთავრობის სახლი, სემეკი და საავტომობილო გზების დეპარტამენტი და განვითარების პერსპექტივა წაართვა.
კომენტარები