მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში დღეს ჟურნალისტ ქეთი ბერძენიშვილის ხსოვნის საღამო გაიმართება

ქუთაისში დღეს ჟურნალისტ ქეთი ბერძენიშვილის ხსოვნის საღამო გაიმართება

24 ივლისი ჟურნალისტ ქეთი ბერძენიშვილის დაბადების დღეა. მას დღეს 52 წელი შეუსრულდებოდა.

ოჯახის წევრები, მეგობრები და ნაცნობები დღეს 17:30 საათზე, ქეთის საფლავთან შეიკრიბებიან, შემდეგ კი პრესის სახლის შენობის გვერდით არსებულ სკვერში, ჟურნალისტის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრებიან.

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი გასული წლის ნოემბერში გარდაიცვალა.

ქეთი ბერძენიშვილი მკურნალობას ჯერ თბილისში გადიოდა, მისი მდგომარეობა დამძიმდა და  სიცოცხლის ბოლო დღეები სტამბოლის საავადმყოფოში გაატარა თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ქეთი ბერძენიშვილი რამდენიმე ათეული წელი ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას. იყო რადიო “ძველი ქალაქის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი.

კომენტარები