მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ქუთაისში ევროკავშირის მხარდამჭერი ბუკლეტების დარიგების დროს ოპოზიციას საჯარო მოხელეები დაუპირისპირდნენ

ქუთაისში ევროკავშირის მხარდამჭერი ბუკლეტების დარიგების დროს ოპოზიციას საჯარო მოხელეები დაუპირისპირდნენ

ქუთაისში ნიკეას დასახელებაში, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ევროკავშირის მხარდამჭერი ბუკლეტების დარიგების დროს, ოპოზიციასთან ადგილზე თითქოს შემთხვევით მობილიზებული საჯარო მოხელეები მივიდნენ და აგიტაციაში ხელი შეუშალეს.

ნიკეას ქუჩაზე “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე იმყოფებოდა.

“ქართულმა ოცნებამ” საჯარო მოხეელები გამოყარა, ცდილობენ, რომ მოსახლეობასთან შეხვედრებში ხელი შეგვიშალონ. ამტკიცებენ, რომ დაქცეულია მთელი ევროპა და საქართველოს ეკონომიკა არის ძალიან ძლიერი, ღარიბაშვილი არის ჩვენი მომავალი და ა.შ. აღმოჩნდა, რომ ამ საჯარო მოხელეებს ყველას ერთდროულად მოუნდა მოსვლა ნიკეაზე”, – განაცხადა
“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა გიგა შუშანიამ.

 

კომენტარები