ქუთაისში, “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ოფისის ფასადს საღებავები შეასხეს.
შემთხვევა ავტოქარხნის დასახლებაში მოხდა.
ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ ფაქტი “ქართული ოცნების” წახალისებით მოხდა.
“ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ ხელისუფლება 26 ოქტომბრის არჩევნებზე მარცხდება, რის გამოც ისინი ამგვარი დაშინების მეთოდებს მიმართავენ, რომელიც მოსახლეობაზე აღარ მოქმედებს.
კომენტარები