მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისში ერთი ტომარა შაქრის ფასი 205 ლარი გახდა, ერთი კილოგრამი – 4 ლარზე მეტი

ქუთაისში ერთი ტომარა შაქრის ფასი 205 ლარი გახდა, ერთი კილოგრამი – 4 ლარზე მეტი

ქუთაისში ერთი ტომარა შაქრის ფასი 205 ლარი გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კილოგრამი შაქრის ღირებულებამ 4 ლარს გადააჭარბა.

რამდენიმე დღეა, ქუთაისელებს შაქრის ყიდვა უჭირთ – მაღაზიების დიდ ნაწილში აღნიშნული პროდუქტი დახლებზე უკვე აღარ არის.

ადგილობრივების ერთი ნაწილი ამბობს, რომ ქუთაისში შაქარი უკვე დეფიციტია, მეორე ნაწილის თქმით კი, უკრაინის მიერ რიგი პროდუქტების, მათ შორის შაქრის ექსპორტის შეჩერების გამო მაღაზიების მეპატრონეები მას არ აჩენენ და რამდენიმე დღეში გაორმაგებულ ფასებში გაყიდიან.

შაქრის პრობლემა ქუთაისში 2 დღის წინ გაჩნდა, სასურსათო მაღაზიების დიდ ნაწილში პროდუქტი უკვე აღარ იყიდებოდა, იქ, სადაც ჯერ კიდევ იყო, მომხმარებელს ლიმიტი დაუწესეს და 5 კგ-ზე მეტს ვერ შეიძენდნენ.

ცნობისთვის, მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო უკრაინამ რამდენიმე საკვები პროდუქტის ექსპორტი შეაჩერა. დროებითი აკრძალვა შეეხება შემდეგ პროდუქტებს: ჭვავი, შვრია, წიწიბურა, ფეტვი, ხორცი, შაქარი და საკვები მარილი. რიგი პროდუქტების – ხორბლის, სიმინდის, მცენარეული ზეთის, ფრინველის ხორცის და კვერცხის ექსპორტისთვის საჭიროა უკრაინის ეკონომიკის სამინისტროს ნებართვა.

კომენტარები