მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისში, ერთ-ერთ ბინაში ტელევიზორის აფეთქებამ ხანძარი გამოიწვია

ქუთაისში, ერთ-ერთ ბინაში ტელევიზორის აფეთქებამ ხანძარი გამოიწვია

ქუთაისში, ავტოქარხანაში, საცხოვრებელ კორპუსში ცეცხლი გაჩნდა, რის შედეგადაც ერთი ოჯახი დაზარალდა.

შემთხვევა 04:00 საათზე მოხდა. ბინის მეპატრონის თქმით, ტელევიზორი იმ დროს აფეთქდა, როცა ჯერ კიდევ ეძინა, რამაც ხანძარი და მისი საცხოვრებელი ფართის დაზიანება გამოიწვია.

„მეძინა და ხმაურზე გამეღვიძა. კიდევ კარგი ხმა გავიგე, თორემ შეიძლება გავგუდულიყავი. ცეცხლი ტელევიზორს გაუჩნდა, რომელიც მხოლოდ პულტით იყო გამორთული და ელექტროენერგიის წყაროზე იყო შეერთებული. დაზიანდა ავეჯი და ჭურჭელი. აქ ვეღარ გავჩერდები, საღამოს ნათესავთან მომიწევს წასვლა“, – ამბობს ბინის მეპატრონე ლელა გურგენიძე.

ადგილზე იმყოფებოდა სახანძრო-სამაშველო სამსახური. მათ ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოახერხეს.

წყარო: რადიო “ძველი ქალაქი”

კომენტარები