ქურდობების სერია იმერეთში – ამჯერად ქუთაისში, ერთ ღამეში 25-მდე მანქანა გაძარცვეს.
შემთხვევა ავტოქარხნის დასახლებაში, ხარებავას ქუჩაზე მოხდა.
ავტომანქანების მინები ჩამსხვრეულია, წაღებულია მაგნიტოფონები და სხვადასხვა ნივთები.
რამდენიმე მანქანიდან წაღებულია თანხაც.
ადგილობრივების თქმით, პოლიცია ქუთაისში უმოქმედოა.
მათივე თქმით, მსგავსი შემთხვევები ძალიან გახშირდა, თუმცა პოლიციის იმედი არ აქვთ.
ანალოგიური შემთხვევა რამდენიმე დღის წინ წყალტუბოშიც დაფიქსირდა, სადაც ერთ ღამეში 35 მანქანა გაძარცვეს.
კომენტარები