ქუთაისში, პეტრიწის ქუჩაზე მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.
ადგილობრივების თქმით, ასფალტი, რომელიც მათ გზაზე ორი კვირის წინ დააგეს, დეფორმირდა, დაიტალღა და დასკდა.
ადგილობრივების თქმით, ეს გზა მაგალითია, იმის, როგორი ხარისხით ეწყობა ქუთაისში ინფრასტრუქტურა.
“აქ გზა დააგეს ორი კვირის წინ, დღეს ასეთი მდგომარეობაა. ქუთაისში ეს დეფორმირებული, დატალღული და დამსკდარი გზა არის სახე “ოცნების” ხელისუფლების”, – აცხადებენ ადგილობრივები.
კომენტარები