მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისში ექიმებმა სააკაშვილისთვის სათანადო მკურნალობის ჩატარების მოთხოვნით აქცია გამართეს

ქუთაისში ექიმებმა სააკაშვილისთვის სათანადო მკურნალობის ჩატარების მოთხოვნით აქცია გამართეს

ქუთაისში ექიმებმა აქცია გამართეს. მედიკოსები მიხეილ სააკაშვილის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმიამებიან და მისთვის სათანადო მკურნალობას მოითხოვენ.

თეთრხალათიანების თქმით, აუცილებელია, ყოფილ პრეზიდენტთან დაუშვან დამოუკიდებელ ექსპერტთა და ექიმთა ჯგუფი, რომლებიც მის მდგომარეობას ადეკვატურად შეაფასებენ.

აქციაზე მყოფი ექიმები ქვეყნის მესამე პრეზიდენტს სოლიდარობას უცხადებენ და ამბობენ, რომ სამედიცინო დახმარების მიღება ყველა პატიმრის კონსტიტუციური უფლებაა.

კომენტარები