რაჭაში ნაპოვნი ცხედრების ნაწილი ქუთაისში, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
ამ წუთებში ცხედრების ამოცნობის პროცედურა მიმდინარეობს.
ექსპერტიზის ბიუროსთან დაღუპულთა ნათესავები არიან შეკრებილი, ისინი ემოციური ფონიდან გამომდინარე მედიასთან კომუნიკაციაზე უარს აცხადებენ.
ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, სადაც მესამე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ღონისძიება, კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს.
ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 14 ადამიანია დაღუპული. სამი მათგანი დღეს იპოვეს.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიის ზონაში 22 ადამიანს ეძებენ.
სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილას სულ 210 ადამიანია გაყვანილი.
კომენტარები