მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში ე.წ. ჯაზის ქუჩა მოუწესრიგებელია

ქუთაისში ე.წ. ჯაზის ქუჩა მოუწესრიგებელია

ქუთაისში, ლომონოსოვის ქუჩაზე არსებული ე.წ. ჯაზის ქუჩა მოუწესრიგებელია.

კედლები, სადაც ცნობილი ჯაზმენების კარიკატურებით და ძველი სურათების რეპროდუქციებით არის გაფორმებული, ხავსმოდებული, ნესტიანი, დაბზარული და  ბათქაშჩამოცვენილია.

ადგილობრივების თქმით, წლების წინ, როცა აღნიშნული სივრცე მოიხატა, ადგილზე ბევრი ტურისტი მიდიოდა, ახლა კი შემცირდა, რადგან ჯაზის ქუჩაზე მისული ტურისტები ამბობენ, რომ  კედელზე მოხატული  კარიკატურები ფაქტობრივად აღარ იკითხება.

ქუთაისში,  2015 წელს, ბალახვანში, ლომონოსოვის ქუჩაზე “STREET ART”-ს ფარგლებში ჯაზის ქუჩა გაიხსნა.

ფოტო: ვანო ჩაფიძე

კომენტარები