ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას #40-ში კორპუსის კედლიდან ბეტონი ჩამოიშალა.
ადგილობრივების თქმით, დაზიანებულია აივანი, რომელსაც ჩამოშლილი მასა დაეცა.
“ყოველი ქარის დროს ასე ხდება, ხან აგურები ცვივა, ხან ბეტონი. ძალიან საშიშია აქ ცხოვრება. წინა კორპუსიც ასეთ მდგომარეობაშია. არავინ გვაქცევს ყურადღებას, მოსახლეობა დახმარებას ვითხოვთ”, – აცხადებენ ადგილობრივები.
კომენტარები