მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში, თბილისის ქუჩაზე, რომლის რეაბილიტაციაც 1 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა, საფეხმავლო ბილიკი ჩაინგრა

ქუთაისში, თბილისის ქუჩაზე, რომლის რეაბილიტაციაც 1 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა, საფეხმავლო ბილიკი ჩაინგრა

ქუთაისში, თბილისის ქუჩაზე საფეხმავლო გზა ჩაინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

აღნიშნული ქუჩის რეაბილიტაცია 2019 წელს დასრულდა.

რეაბილიტაციის ფარგლებში სრულად გამოიცვალა სანიაღვრე ქსელი, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, დამონტაჟდა ახალი სანათები და ყველა საკომუნიკაციო ქსელი მიწის ქვეშ განთავსდა.

პროექტი 1 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების იყო და სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ “საქმილ სადენ მშენმა” განახორციელა.

ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ფოტო: არჩილ გეგენავა

კომენტარები