ქუთაისში, თეთრ ხიდზე სამოქალაქო აქტივისტებმა ევროკავშირის რეკორდული ზომის დროშის ვარსკვლავი გაშალეს, რომელიც იმერეთის სახელით თბილისში გაიგზავნა.
როგორც ცნობილია, 9 დეკემბერს, რესპუბლიკის მოედნიდან ევროპის მოედნამდე გაიმართება მარში, სადაც ევროკავშირის დროშა გაიშლება.
ორგანიზატორების თქმით, პოლონეთის შემდეგ საქართველო მოხსნის რეკორდს და გაშლის ევროკავშირის ყველაზე დიდ დროშას.
ევროკავშირის დროშის 12 ვარსკვლავი საქართველოს 12 მუნიციპალიტეტში დამზადდება.
კომენტარები