ქუთაისში, თეთრ ხიდზე, ქალაქის ჰიმნის თანხლებით საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გადმოფინეს.
სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა ამ ფორმით რუსული კანონპროექტი გააპროტესტეს. შეკრებილების თქმით, ეს არის გზავნილი ქუთაისიდან და კიდევ ერთხელ ხელისუფლებას მოუწოდებენ, გაიწვიონ კანონი, რომელიც შეაფერხებს ქვეყნის განვითარებას.
დღესვე აქციის მონაწილეები ქუთაისის ქუჩებში მსვლელობას გამართავენ და მოქალაქეებს შეერთებისკენ მოუწოდებენ.
“პროტესტი გრძელდება და გადავწყვიტეთ, დღეს სხვა ფორმით გამოგვეხატა. თეთრ ხიდზე გადავფინეთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები, ასევე პლაკატი “არა რუსულ კანონს”. ამ ფორმით მოვუწოდეთ ხელისუფლებას, გაიწვიოს კანონპროექტი. არ დავიღლებით, ვიდრე მთავარი მოთხოვნა არ შესრულდება. ასევე გაგრძელდება მსვლელობა ქალაქის ქუჩებში, რომ მეტ ადამიანს გავაგებინოთ ჩვენი მოთხოვნა”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
კომენტარები