ქუთაისში, თეთრ ხიდზე საინფორმაციო სააგენტო “ქუთაისიპოსტის” ორგანიზებით, ფოტოგამოფენა სახელწოდებით “ნამდვილი ამბავი – ისტორია ერთ კადრში” მოეწყო.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევისა და ჟურნალისტების ექსტრემალურ პირობებში მუშაობის ამსახველი ფოტოები.
თეთრი ხიდზე შეკრებილი სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანების თქმით, დამოუკიდებელი და თავისუფალი მედიის არსებობა ქვეყანაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
მოსახლეობის თქმით, მედია გვიცავს და ცენზურა დაუშვებელია.
კომენტარები