მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში, “იმერეთის სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების სტრატეგიის” პრეზენტაცია გაიმართა

ქუთაისში, “იმერეთის სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების სტრატეგიის” პრეზენტაცია გაიმართა

ქუთაისში, “იმერეთის სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების სტრატეგიის” პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ა(ა)იპ იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის ინიციატივით, “იმერეთის ტურიზმის კლუბმა“ შეიმუშავა.

სტრატეგიის პრეზენტაცია ქუთაისში, სასტუმრო “არგოს” საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა.

“იმერეთის სათავგადასავლო ტურიზმის სტრატეგია” ითვალისწინებს იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტში ეკომეგობრული სათავგადასავლო ბანაკების მოწყობას, შესაბამისად იმერეთის სათავგადასავლო პოტენციალის  წინ წამოწევას და რეგიონში ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას.

ღონისძიებას იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე და მუნიციპალიტეტების პირველი პირები ესწრებოდნენ.

“აქამდე არ გვქონია ერთიანი სისტემა, რაც ჩვენს სერვისებს ერთმანეთთან დააკავშირებდა და ეს პირველია. მნიშვნელოვანია ტურისტს ჰქონდეს საშუალება ისარგებლოს ხარისხიანი სერვისებით, გვქონდეს ბანაკები თავისი მოწესრიგებული სველი წერტილებით, ჩავატაროთ ფესტივალები. ეს გააჩენს ქვეყანაში ახალ სერვისებს, მაგალითად, როგორებიცაა:  აგრარული ბაზარი, ცხენების გაქირავების სერვისი და ა.შ”, – აცხადებს იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი მარი დევიძე.

კომენტარები