მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში, ინდოეთის მოქალაქეები ნარკოტიკულ საშუალებას “მეტამფეტამინს” ყიდდნენ

ქუთაისში, ინდოეთის მოქალაქეები ნარკოტიკულ საშუალებას “მეტამფეტამინს” ყიდდნენ

ქუთაისში, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების ფაქტზე დაკავებულ ინდოეთის რესპუბლიკის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ჯგუფურად უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება “მეტამფეტამინი”, რაც თანხის სანაცვლოდ უკანონოდ გაასაღეს. ასევე ერთ-ერთმა ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა, შეინახა და გაასაღა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება “მეტამფეტამინი”.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 22 თებერვალს სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა, ბ“ და მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, ორი ეპიზოდი).

კომენტარები