მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში კაფე-ბარი “სავანე” დაანგრიეს

ქუთაისში კაფე-ბარი “სავანე” დაანგრიეს

ქუთაისის მთავარ ბულვარში კაფე-ბარი “სავანე” დაანგრიეს. დემონტაჟის პროცესი რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ადგილზე შეკრებილებმა გაარკვიეს, რომ ქუთაისის მერიას შენობის დანგრევაზე ტენდერი არ ჰქონდა გამოცხადებული და ნგრევის პროცესში ტექნიკა უკანონოდ მონაწილეობდა. “სავანეს” მეპატრონეებმა და იურისტებმა ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, რის შემდეგაც პროცესი შეჩერდა, თუმცა  შენობა თითქმის უკვე დანგრეულია.

ნგრევის პარალელურად ტერიტორიაზე პროტესტს ადგილობრივები და “სავანეს” მფლობელი გამოთქვამდნენ, რომელთა თქმით, ხელისუფლებამ შენობის დანგრევის გადაწყვეტილება უკანონოდ მიიღო.

მათივე თქმით, “ქართული ოცნების” წარმომადგენლები სხვისი ქონების უკანონოდ მიმტაცებლები არიან.

“სავანესთან” დაკავშირებით ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება ერთი თვის წინ მიიღო. მფლობელებმა გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრეს, თუმცა დემონტაჟის პროცესი სააპელაციოს განაჩენამდე დაიწყო.

ოჯახმა ობიექტი 1995 წელს, კანონის დაცვით, პრივატიზების შედეგად შეიძინა, 2012 წელს ბულვარის ტერიტორიის ახაზვის შემდეგ კი საკადასტრო რუკებზე დატანილი არ აღმოჩნდა, რის გამოც “სავანის“ მფლობელებმა სასამართლოს მიმართეს.

კომენტარები