მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ქუთაისში კერძო ბაღები კანონდარღვევით მუშაობენ

ქუთაისში კერძო ბაღები კანონდარღვევით მუშაობენ

ქქუთაისში კერძო ბაღების უმრავლესობა კანონდარღვევით მუშაობს.

ხელისუფლების განცხადების მიუხედავად, რომ ბაღები სექტემბერში არ უნდა გაიხსნას, ქუთაისში კერძო ბაღების მეპატრონეებმა, ობიექტები თვითნებურად გახსნეს და მუშაობის დაწყება გადაწყვიტეს.

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო infoimereti.ge-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის ქალაქში მხოლოდ სამი კერძო ბაღი ემორჩილება კანონს, დანარჩენები კი კანონის გვერდის ავლით ე.წ. მფარველების გავლენით მუშაობენ.

infoimereti.ge ჯერჯერობით კანონდამრღვევ ბაღებს შეგნებულად არ ასახელებს, თუმცა თუ შესაბამისი სამსახურები დროულ რეაგირებას არ მოახდნენ, კონკრეტული ბაღების იდენტიფიცირებას მოვახდენთ.

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბაღები 4 ოქტომბრამდე არ გაიხსნება. გადაწყვეტილება ეხება როგორც საჯარო, ასევე, კერძო სააღმზრდელო დაწესებულებებს.

კომენტარები