მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე 31 აგვისტომდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ქუთაისში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე 31 აგვისტომდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ქუთაისში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე გელათის ქუჩის კვეთიდან დავით ჩირაძის ქუჩის კვეთამდე 3 ივნისიდან 31 აგვისტომდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ამის მიზეზი მერაბ კოსტავას ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის დაწყებაა.

“სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ივნისიდან 31 აგვისტომდე, აღნიშნულ ქუჩაზე, გელათის ქუჩის კვეთიდან დავით ჩირაძის ქუჩის კვეთამდე, დროებით შეიზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

შესაბამისად, შეიცვლება მუნიციპალური ტრანსპორტის სვლაგეზები:

M3 კატეგორიის N19 და M2 კატეგორიის N141 სატრანსპორტო საშუალებები, სოლომონ პირველისა და სოლომონ მეორის ქუჩების კვეთიდან (საფიჩხიის ცენტრიდან) ქალაქის ცენტრის მიმართულებით, ნაცვლად კოსტავას ქუჩისა, იმოძრავებენ გელათის ქუჩის გავლით”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები