მთავარიახალი ამბებისლაიდი

“ქუთაისში მერის არჩევნების შემაჯამებელი ოქმების 16%-ში დისბალანსია”

“ქუთაისში მერის არჩევნების შემაჯამებელი ოქმების 16%-ში დისბალანსია”

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტის” ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტურში ქუთაისში გახსნილი უბნების 16%-ის ოქმში ხმების დისბალანსია.

“გუშინ ქუთაისში სულ 124 უბანი იყო გახსნილი. აქედან 20 უბნის ოქმში დისბალანსია – ხმების+ბათილი ბიულეტენების ჯამი ნაკლებია მისული ამომრჩევლების რაოდენობაზე”, – წერს ორგანიზაცია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

“აი, ფაქტმა” ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ოქმების გადამოწმება დაიწყო და დღის განმავლობაში სხვა ქალაქების/მუნიციპალიტეტების მონაცემების დათვლაცაა დაგეგმილი.

ცნობისთვის, ქუთაისში, მერობის არჩევნებზე 2 396 ბიულეტენი გაბათილდა, კანდიდატებს შორის სხვაობა კი 2 222 ხმაა. მონაცემები ცესკოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს ხატია დეკანოიძეს ხმების 48.35% (32 703 ხმა) აქვს, ხოლო ქართული ოცნების კანდიდატს იოსებ ხახალეიშვილს – 51.64% (34 925 ხმა). დათვლილია ხმების 100%.

კომენტარები