ქუთაისში მერის მოადგილის თანამდებობა ვაკანტურია.
ირაკლი ქარქაშაძემ თანამდებობა 24 ნოემბერს დატოვა.
ის ქალაქის თვითმმართველობაში სოციალურ საკითხებს, ტურიზმისა და საერთაშორისო ურთიერობების მიმართულებებს ხელმძღვანელობდა.
ამ ეტაპზე ქუთაისის მერს ორი მოადგილე: დავით ერემეიშვილი და იუზა უგულავა ჰყვას.
ირაკლი ქარქაშაძე ქუთაისის მერის მოადგილედ 2022 წლის ივლისში დაინიშნა.
კომენტარები