ქუთაისში, ტაბიძის ქუჩაზე, ბარ-რესტორან “მერის პაბის” სამზარეულოში ხანძარი გაჩნდა.
როგორც “ინფო იმერეთს” ადგილზე მყოფებმა განუცხადეს, ცეცხლი ფრის აპარატს გაუჩნდა.
დაზიანებულია სამზარეულოს ნაწილი, დაშავებული არავინ არის.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მივიდნენ და ცეცხლის ჩაქრობა მალევე მოხდა.
კომენტარები