მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ქუთაისის თეატრში უნდა ჩატარებულიყო ჩვენი სოლო კონცერტი, მაგრამ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, გადაგვედო”

“ქუთაისის თეატრში უნდა ჩატარებულიყო ჩვენი სოლო კონცერტი, მაგრამ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, გადაგვედო”

ქუთაისში, მესხიშვილის სახელობის თეატრში დუეტ “ჯორჯიას” სოლო კონცერტი გადაიდო, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მომღერალი რატი დურგლიშვილი წერს.

მისი თქმით, კონცერტის გადადების გადაწყვეტილება ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მიიღეს.

“მოგეხსენებათ, 11 მაისს ქ.ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში უნდა ჩატარებულიყო ჩვენი სოლო კონცერტი, მაგრამ ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ გადაგვედო. 2008 წლის ომის გამო უარი ვთქვით რუსეთში კარიერაზე, რითაც მკაფიოდ გამოვხატეთ ჩვენი არჩევანი და ასე იქნება მუდამ.

გაუმარჯოს საქართველოს მშვიდობიან და ევროპულ მომავალს”, – წერს რატი დურგლიშვილი სოციალურ ქსელში.

“ქართული ოცნების” მიერ ინიციირებული რუსული კანონის გამო ქვეყნის თითქმის ყველა ქალაქში ორ კვირაზე მეტია, საპროტესტო აქციები იმართება.

კომენტარები