მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლები კუთვნილ ხელფასს და კომპენსაციას მოითხოვენ

ქუთაისში მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლები კუთვნილ ხელფასს და კომპენსაციას მოითხოვენ

ქუთაისში მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლებმა აქცია გამართეს.

დასაქმებულები კუთვნილ ხელფასს და კომპენსაციას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, 12 ივნისს ქარხანა მოულოდნელად დაიხურა, თანამშრომლები კი ხელფასის და კომპენსაციის გარეშე დარჩნენ.

მათივე თქმით, 400 ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა.

მეტალურგიულ ქარხანაში გარემოს დაცვის და შრომის ინსპექციის სამსახური შევიდა. სავარაუდოდ, შპს “ამბიკონ სტილსის” კომპანია ვერ იცავს შრომის უსაფრთხოების და ეკოლოგიის დაცვის მოთხოვნებს.

კომპანიაში დასაქმებულთა მოთხოვნებს ჯერჯერობით არ პასუხობენ.

კომენტარები