ქუთაისში “კოალიცია ცვლილებისთვის” წარმომადგენლებმა “ქართული ოცნების” კოორდინატორების დოკუმენტაცია წარადგინეს, რომელიც მე-7 საარჩევნო უბანზე არის გადაღებული.
ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, არჩევნებზე მოსახლეობის მასობრივი კონტროლი მიმდინარეობს. დოკუმენტაციაში მითითებულია კონკრეტული ამომრჩეველი ვის აძლევს ხმას და მივიდა თუ არა უბანზე.
“მას შემდეგ რაც ჩვენმა წარმომადგენელმა დამირეკა და მითხრა, რომ პირდაპირ საარჩევნო უბნის შესასვლელთან გახსნილი ჰქონდათ პრაქტიკულად სავაჭრო დახლი, “მე ამდენი პიროვნება მოვიყვანე მეკუთვნის ამდენი”, პირობითად ქალბატონმა მანანამ მოიყვანა ამდენი ეკუთვნის ამდენი და ამისამართებდნენ იქვე მდგარ ე.წ სამარშრუტო ტაქსებთან.
ჩვენ მოვახერხეთ ამ სამარშრუტო ტაქსიში ასვლა და ერთ-ერთ კოორდინატორს ათეულობით, ათი ადამიანი იჯდა იმ სამარშრუტო ტაქსიში შეიარაღებული სპეცსიებით, სადაც არის გრაფები, მაგალითად: ვისი მხარდამჭერია, ვისი მხარდამჭერია, არის თუ არა ოპოზიციის მხარდამჭერი, არის თუ არა საქართველოში და მიმდინარეობს მასობრივი კონტროლი მოსახლეობის.
ამ კონკრეტულ ფურცლებზე გაუმართლა “ქართულ ოცნებას” ძირითადად 41 ნომერი არის და დაპლიუსებულია, ან ფულია გადახდილი ან მოსულია. ხდება მასობრივი კონტროლი მოსახლეობის ნების გამოხატულების.
მოკლედ ყველაფერი არის მიმართული, რომ ეს არჩევნები, როგორც სჩვევია “ქართულმა ოცნებამ” მიიტაცოს და არ დაუშვას დემოკრატიული ცვლილებები ჩვენ ქვეყანაში და შექმნას არჩევნების ილუზია.
ეჭვიც არ მეპარება, აქ ჩვენი ქვეყნის ვაი მმართველი პარტია მოქმედებს სუსთან ერთად კორელაციაში და სუსისგან გადაცემული სიებია დიდი ალბათობით”, – განაცხადა დავით ბახტაძემ.
კომენტარები