ქუთაისში დააკავეს 1 პირი, რომელიც, გვიან ღამით, სიჩქარეში შეჯიბრის გამო ქვეითებს დაეჯახა – შემთხვევა ავტოქარხნის დასახლებაში, პარლამენტის ყოფილ შენობასთან მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მანქანები ერთმანეთს გასწრებაში ეჯიბრებოდნენ, რის შედეგადაც ქვეითებს ჯერ ერთი ავტომობილი დაეჯახა, შემდეგ კი მეორემ დამუხრუჭება ვერ მოასწრო და ისიც ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა. ადგილობრივები ადგილზევე დაიღუპნენ.
ავტოქარხნის დასახლებაში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ და ხელისუფლებას მიმართავენ.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება 276 -ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.
კომენტარები