ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, მოსწავლეთა პარკის შესასვლელი ადამიანების სიცოცხლისთვის საშიში გახდა.
ბეტონის კონსტრუქციის ბათქაში კედლიდან ცვივა, რაც პარკში შესულ ვიზიტორებს საფრთხეს უქმნის.
მოსწავლეთა პარკის მიმდებარედ, ე.წ შრომის ბირჟაა, სადაც დასაქმებულები გვიყვებიან, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც ავარიული პარკის შესასვლელიდან გადმოვარდნილი ბეტონის ფრაგმენტი ადამიანს დაეცა.
“სირცხვილია, როდესაც მოსწავლეთა პარკი, მოსწავლეებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. რა შეიქნა ამ პარკის შესასვლელის რეაბილიტაცია, მაინცდამაინც უნდა დაიღუპოს ვინმე?!”- აცხადებს ადგილობრივი.
კომენტარები