მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ქუთაისში მუდმივად დაზიანებული თეთრი ხიდი არის “ქართული ოცნების” სახე”

“ქუთაისში მუდმივად დაზიანებული თეთრი ხიდი არის “ქართული ოცნების” სახე”

ქუთაისის ისტორიულ “თეთრ ხიდზე”, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, პანორამული მინა ამ დრომდე დაზიანებულია.

ხიდი, რომელიც ტურისტების ერთ-ერთი მთავარი სანახაობაა, დაზიანებული მინები რკინის ბარიკადებით არის შემოსაზღვრული.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ რამდენიმე წლის წინ  რეაბილიტირებულმა ხიდმა ვერ გაამართლა.

“ერთი ეს ვინც დააპროექტა იმის თავში ჩამახედა და მეორე იმის ვინც ეს მოიწონა. ეს არის ხიდი, რომელიც ზამთარში გამოუყენებელია, რადგან რკინის ფირფიტები იყინება და სრიალებს, მინაზე კიდევ მტერი წაიქცა. ზაფხულში კი ეს რკინა ცხელდება და ფეხსაცმელს წვავს. წელიწადის რომელი სეზონისთვის გააკეთეს  ეს პროექტი?! შუშა კი მუდმივად გატეხილია, არ რცხვენიათ? ქუთაისში დაზიანებული თეთრი ხიდი არის სახე “ქართული ოცნების”,- აცხადებს ადგილობრივი გულიკო მანაგაძე.

“თეთრი ხიდის“ რეკონსტრუქცია 2018 წელს  განხორციელდა. ქუთაისის მერიამ ხიდი ისე გახსნა, რომ სამუშაოები ბოლომდე დასრულებული არ იყო. ხარვეზებმა თავი მალევე იჩინა, რის გამოც მერიას დღემდე ხშირად აკრიტიკებენ. სამუშაოების შემსრულებელ კომპანია “ალმა რუსს“ მერიამ ხელშეკრულება შეუწყვიტა და დააჯარიმა.

კომენტარები